„შინაური ბარათი“ – HOMECARD

„შინაური ბარათი - Home Card”

1. შინაური ბარათის სტატუსი 1.1 „შინაური ბარათი“ – HOMECARD არის შპს „სუფთა სახლის“ (ს/ნ 202458893, იურდიული მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. № 36, შემდგომში - „კომპანია“) მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი მარკეტინგული პროდუქტი. ბარათის მფლობელის მიერ კომპანიის ქსელში გაკეთებული შენაძენი დადგენილი წესით აღირიცხება „შინაურ ბარათზე“ და გროვდება ქულები. 1.2 „შინაური ბარათი“ შედგება ერთი ძირითადი და ერთი დამატებითი ბარათისაგან. ორივე ბარათს აქვს იდენტური საიდენტიფიკაციო კოდი და ქულების დაგროვება/დახარჯვა ხდება თითოეული ბარათის მეშვეობით. 1.3 ბარათი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. 1.4 ბარათის მფლობელს უფლება აქვს, განაღდების მომენტში ბარათზე ფაქტობრივად არსებული ქულების ექვივალენტური თანხით აირჩიოს შესაბამისი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი.

2. ბარათის გაცემის წესი 2.1 ბარათის გაცემა ხდება კომპანიის სავაჭრო ქსელში ფილიალების თანამშრომლების მიერ.

2.2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც ბარათის გაცემის მომენტისათვის შეუსრულდა 18 წელი. 2.3 ბარათის მიღებისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, საზღვარგარეთის პასპორტი, მართვის მოწმობა ან სხვა), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ფოტო-სურათი.

2.4 ბარათის გაცემა არ არის დამოკიდებული შენაძენზე და მისი გაცემა ხდება მომხმარებლის მოთხოვნისა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. 2.5 მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს დაგროვებითი ბარათის გახსნაზე, ფილიალის თანამშრომელი განუმარტავს მომხმარებელს ბარათით სარგებლობის წესებს, მათ შორის, აწვდის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, მომხმარებელის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა მოხდეს ტელეფონის ნომრის და მისამართის მითითება. რეგისტრაციის დასრულებისთავანე ხდება ბარათის აქტივაცია, რომელიც გადაეცემა მომხმარებელს. ბარათის აქტივაციით მომხმარებელი ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს, მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის, სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებით (ტელეფონი).

3. ბარათზე ქულების დაგროვების პირობები 3.1 ბარათზე ქულების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის სავაჭრო ობიექტებში, მხოლოდ იმ რაოდენობით და იმ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, რომელთა შეძენის მომენტში ფასმაჩვენებელზეც მითითებულია ქულის შესახებ. 3.2 ბარათზე ქულების დასარიცხად, სალაროში თანხის გადახდისას სავალდებულოა, რომ მომხმარებელმა კომპანიის წარმომადგენელს აცნობოს პირადი ნომერი ან წარადგინოს ბარათი დასასკანერებლად. 3.3 დაგროვებული ქულები ბარათზე აისახება პროდუქციის შეძენისთანავე. ამასთან, ბარათზე დარიცხული ქულები დაუყოვნებლივ არ აისახება, თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ქულები ანგარიშზე აისახება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. 3.4 ერთი ბარათიდან მეორეზე ქულების გადარიცხვა დაუშვებელია.

4. ქულების განაღდების წესი 4.1 დაგროვებული ქულების განაღდება შეიძლება კომპანიის ფილიალებში - სავაჭრო ობიექტებში. 4.2 ყოველი ერთი ქულა შეადგენს ერთი თეთრის ექვივალენტურ ოდენობას. 100 ქულა შეადგენს 1 ლარს და ა. შ.

 4.3 ქულების განაღდებისას პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება განაღდების მომენტში შესაბამის სავაჭრო ობიექტზე არსებული ფასების შესაბამისად. 4.4 დაუშვებელია ქულის გადაცვლა ფულზე/ვალუტაზე. 4.5 ქულების განაღდებისას ბარათის რეგისტრირებული მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს ბარათი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.6 ქულების განაღდებისას, ბარათიდან ჩამოიჭრება შესაბამისი ქულების რაოდენობა.

5. ქულების კონტროლი 5.1 ძირითადი ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს ბარათზე არსებული ქულები გადაამოწმოს კომპანიის ნებისმიერ ფილიალში. ამასთან, ნებისმიერ შენაძენზე ბარათის გატარების დროს მომხმარებელი იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დაგროვებული/დახარჯული ქულების და ბალანსის შესახებ.

6. ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის გაუქმება 6.1 ბარათი მოქმედებს უვადოდ. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მომხმარებლის მოთხოვნისას ბარათი უქმდება. მომხმარებლის მოთხოვნის და შესაბამისი განცხადების დაწერის შემთხვევაში, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის სანაცვლოდ გაიცემა ახალი ბარათი იგივე ანგარიშზე.

6.2 მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და მოითხოვოს ბარათის გაუქმება, რომლისთვისაც სავაჭრო ობიექტში უნდა დაწეროს წერილობითი განაცხადი, ხოლო განაცხადის დაწერიდან 2 კვირის ვადაში უფლება აქვს გამოიყენოს დაგროვებული ქულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს ბარათზე დარიცხული ქულები.

6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სახელზე არსებული ბარათი არ არის აქტიური (არ ფიქსირდება დაგროვებით ბარათის სავაჭრო ობიექტზე გამოყენება დაგროვების მიზნით) 1 წლის განმავლობაში, კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს ბარათი. ამასთან, კომპანია მომხმარებელს წინასწარ 10 დღით ადრე გაუგზავნის SMS შეტყობინებას ბარათის გაუქმებასთან დაკავშირებით. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სახელზე აღირიცხება რამდენიმე დაგროვებითი ბარათი, კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს არააქტიური ბარათები.  

 6.3 ძირითადი ბარათის გაუქმებით უქმდება დამატებითი ბარათიც.

7. პერსონალურ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება 7.1 კომპანია „შინაური ბარათის“ გახსნისას ახორციელებს მონაცემთა შეგროვებას უშუალოდ მომხმარებლისგან და მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას მონაცემთა დამმუშავებლის, მონაცემთა დამუშავების მიზნის, მონაცემთა მიწოდების ნებაყოფლობითობის, ასევე მონაცემების შემდგომი ცვლილების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნის უფლების შესახებ. 7.2 უფლებამოსილ პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს კომპანიისთვის ან მისი სახელით. უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემები სამართლებრივი აქტის ან კომპანიასთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს კანონის აკრძალვებს. უფლებამოსილ პირს ეკრძალება ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. 7.3 კომპანია უშუალოდ ან/და უფლებამოსილი პირის მეშვეობით (შპს „შპს ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი“ ს/ნ 402170226, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ., N61) დაამუშვებს 7.1 პუნქტის შესაბამისად მოპოვებულ მონაცემებს შემდეგი მიზნით: - მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - შინაური ბარათის გახსნა და ბარათით სარგებლობის უზრუნველყოფა; - კომპანიის მიერ ორგანიზებულ წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა; - პირდაპირი მარკეტინგი; - კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების/რეგულაციების შესრულება. 7.4 მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ცალეკულ შემთხვევებში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეზღუდულ იქნას პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის შესაძლებლობა. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. ამასთან, მონცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლის ბარათი გაუქმდება და მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ბარათით სარგებლობას.

 7.5 კომპანია უფლებამოსილია, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დაამუშაოს მომხმარებლის მიერ „შინაური ბარათის“ გახსნისას მიწოდებული შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. 7.6 მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. კომპანია კი ვალდებულია, უზრუნველყოს მონცემთა დამუშავების შეწყვეტა მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა. 7.7 კომპანია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი უკანონო დაკარგვისგან. 7.8 კომპანიის და უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, იღებს ვალდებულებას, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ. 7.9 პერსონალურ მონაცემთა მესამე პირზე გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მოთხოვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 7.10 პერსონალურ მონაცემთა შენახვა ხორციელდება შინაური ბარათით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე, ბარათის გაუქმების შემდეგ 5 წლის ვადით კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად, საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში. შენახვის ვადის გასვლის შემდგომ განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დეპერსონალიზაცია.

8. სხვა პირობები

8.1. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს ცვლილება შეიტანოს წინამდებარე დოკუმენტში ან/და ბარათზე ქულების დაგროვების/გამოყენების წესში. ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კომპანიის ვებ-გვერდზე ან/და ოფიციალურ ფეისქბუქ გვერდზე, ცვლილების განხორციელებმდე 30 კალენდარული დღით ადრე.

8.2. კომპანია უფლებას იტოვებს მისი შეხედულებისამებრ გააუქმოს დაგროვებითი ბარათის პროექტი და შეწყვიტოს ქულების დარიცხვა. გაუქმებამდე ბარათზე არსებული ქულების განაღდება შესაძლებელია ჩვეულებრივი წესით.  

8.3. კომპანია უფლებას იტოვებს ბარათებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის და ცვლილების შესახებ შეატყობინოს ბარათის მფლობელებს მათ მიერ ბარათის გახსნისას მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.      

8.4. ბარათის მფლობელს ბარათებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლია მიმართოს კომპანიის სავაჭრო ობიექტებს ან მიიღოს ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით: 2 61 11 51 ან მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: personaldata.ge.